Sunday, March 10, 2013

1.პროექტის სახელწოდება: დავით აღმაშენებელი და მისი რეფორმები.
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა იცოდნენ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ისტორია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიის განვითარებაში.
3.პროექტის აქტუალობა: დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა მისაბაძი და სამაგალითო უნდა იყოს ყოველი ქართველისათვის. მისი მებრძოლი სული და დაუმორჩილიბლობა. უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა მისი რეფორმები და მათი მნიშვნელობა.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები უნდა ისწავლონ დავით აღმაშენებლის მეფობის მნიშვნელოვანი ეტაპები,  მისი მოღვაწეობა რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ისტორიის განვითარებაში. შეეძლოთ გააზრება რამ გამოიწვია რეფორმების გატარება და თითოეული რეფორმის მნიშვნელობა ქვეყნის გაძლიერებაში.
5. მონაწილეთა ასაკი: 9 კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დამოუკიდებლად მსჯელობენ რუკის დახმარებით, ქრინოლოგიურად შეუძლიათ დაალაგონ დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმები და წარმოებული ომები. მსჯელობენ რუის-ურბნისისკრებაზე და საერთოდ ეკლესიის როლზე საქართველოს ისტორიაში.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 9 კლასის სახელმძღვანელო, ისტორიის ნარკვევების 3ტ. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, სურათები, რუკები, ფორმატის ფურცლები.
9. პროექტის მსვლელობა: ქართული ენა.
10. საგნებთან კავშირი: კავშირშია გეოგრაფიასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ი.ს.ტ.-სთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო ლოლოშვილი.